კრევეტები ნივრის სოუსში კრევეტები ნივრის სოუსში />


  10:54:02     05-04-2011

კრევეტები ნივრის სოუსში

a4668.jpg

მასალა: 450 გრამი მსხვილი კრევეტები, 4 კბილი დანაყილი ნიორი, 30 გრამი კარაქი, 60 მლ. თეთრი, მშრალი ღვინო, 1 ჩაის ჭიქა დაჭრილი, ახალი ოხრახუში, ერთი მწიკვი, დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, პილპილი, დაჭრილი, მწვანე ხახვი – გემოვნებით, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი – სურვილის მიხედვით.

 

კარაქიან ცხელ ტაფაზე მოვათავსოთ ნიორი და კრევეტები და მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე. გავაჩეროთ ერთი-ორი წუთი, შემდეგ გადმოვიტანოთ ტაფიდან და ჩავასხათ ღვინო. ცოტა მოვუმატოთ ცეცხლს და ვადუღოთ, ვიდრე სოუსი არ შესქელდება. ჩავაყაროთ მარილი, პილპილი, წიწაკა, მწვანე ხახვი და ოხრახუში. ჩავაბრუნოთ კრევეტები ტაფაში და კიდევ 1 წუთი ვშუშოთ. თეფშზე შეგვიძლია გავაფორმოთ კუბიკებად დაჭრილი პომიდვრით.

0

ავტორი: