10:23:36     28-10-2016
ბახტრიონზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ბახტრიონზე, წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის განცხადებით, მათ მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ.
ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას ჭრილობა გულმკერდის არეში და ქვედა კიდურზე აქვს მიყენებული. დაჭრილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.
მეორე მამაკაცს კი მხოლოდ ფეხში აქვს ნასროლი. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 2 - „სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.
0