16:01:26     26-10-2016
ოჯახური კონფლიქტის დროს, მამაკაცმა დის ქმარს ყელი გამოჭრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა დის ქმარს, 30 წლამდე ახალგაზრდას ყელი გამოჭრა.
ინფორმაციას speqtri.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაშავებული გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ინცინდენტის შემდეგ ბრალდებული ავტომობილით გაიქცა, რა დროსაც სხვა ავტომანქანას შეეჯახა.
შსს დეტალებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.
0