Dailymail: "რუსეთმა ახალი ბირთვული იარაღი - "სატანა 2" შექმნა" Dailymail: "რუსეთმა ახალი ბირთვული იარაღი - "სატანა 2" შექმნა" /> "/> " />


  11:50:01     26-10-2016

Dailymail: "რუსეთმა ახალი ბირთვული იარაღი - "სატანა 2" შექმნა"

a58690.jpg

Dailymail აქვეყნებს სტატიას რუსეთის ახალი ბირთვული იარაღის RS-28-ის იგივე "სატანა 2"-ის შესახებ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იარაღის გასაჯაროებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მას საფრანგეთის სიდიდის ტერიტორიის განადგურება შეუძლია.

მისი სიმძლავრე კი ჰიროშიმასა და ნაგასაკიში 1945 წელს ჩამოგდებული ატომური ბომბების სიმძლავრეს აღემატება.

Dailymail-ის შეფასებით, ეს იარაღი არის "პუტინის ყველაზე დიდი გაფრთხილება" დასავლეთისთვის.

რუსეთი ამ იარაღით SS-18 Satan მოდელს ჩაანაცვლებს, რომელიც ბალისტიკური ექსპერტების შეფასებით, უკვე მოძველებულია.
  
"ყველა ქვეყანასთან და ნატოსთან უთბილესი ურთიერთობებიც რომ გქონდეს, მაინც მოგინდება საკუთარი შეიარაღების განახლება.

ეს მით უმეტეს უნდა პუტინს, რადგან ცდილობს მსოფლიოში აგრესული ლიდერის იმიჯი დაიმკვიდროს და ყველა ამყოფოს საკუთარი მნიშვნელოვნების სტრესქვეშ"-განაცხადა გამოცემასთან ლონდონის Royal United Services Institute-ს ექსპერტმა რუსული ატომური შეიარაღების საკითხებში იგორ სატიაგინმა. 0

ავტორი: