შურდული – ისტორიული იარაღი შურდული – ისტორიული იარაღი />


  12:31:18     04-04-2011

შურდული – ისტორიული იარაღი

a4648.jpg

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დავით თევზაძემ, შურდულის თემაზე ცნობილი განცხადება გააკეთა. მაშინ მინისტრმა, ჟურნალისტის კითხვაზე – რა საშუალებით აპირებდა საქართველოს საჰაერო სივრცის დამრღვევი თვითმფრინავების ჩამოყრას, ჩვეულებისამებრ, მოკლედ მოუჭრა: შურდულით (“რაგატკით”)... თავდაცვის მინისტრის ეს ხუმრობა “წარმატებული” აღმოჩნდა და საზოგადოებაში კარგადაც გაშარჟდა.

თევზაძე რამდენად იცნობს იარაღის ისტორიას, არ ვიცით, მაგრამ, როგორც სხვადასხვა ინტერნეტ წყაროებიდან ირკვევა, შურდული თურმე არც ისე სახუმარო იარაღი ყოფილა.

იარაღის ამ ისტორიულ სახეობას, რომელიც ცელქ პატარა ბიჭუნებთან ასოცირდება, უიღბლო ჩიტებს რომ ერჩიან, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და კაცობრიობა მას წარსულში სანადიროდ და საბრძოლველადაც იყენებდა.

დღეისათვისაც მოეძებნება ამ იარაღს უფრო სერიოზული დანიშნულება, ვიდრე ჩიტების ხოცვაა. არსებობს პროფესიონალური, თუნდაც თვითნაკეთი შურდულები, რომლებიც რაც ხელთ მოგხვდება იმ მასალისაგან კი არა, სპეციალური საშუალებებისგანაა დამზადებული და მას სპორტსმენები იყენებენ. ეს სპორტსმენები კი შურდულს არა ფრინველებს ან მეზობლის ფანჯარას, არამედ სამიზნეს ესვრიან და პრიზებსაც კი იგებენ.

იმის მიუხედავად, რომ შურდული, როგორც იარაღი, ძველია, მათი თანამედროვე ვერსიების კონსტრუქცია ისეთი დეტალებისაგან შედგება, რომელიც მხოლოდ ჩვენ საუკუნეში მზადდება. მათი შემადგენელი ახალი კომპონენტები შესანიშნავად ერგება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ აგებულებას, რომელიც საშუალებას იძლევა, უნიკალური იარაღის ხარისხის და პარამეტრების გასაუმჯობესებლად.

0

ავტორი: