ირანმა ახალი თაობის მოიერიშე შექმნა ირანმა ახალი თაობის მოიერიშე შექმნა />


  12:25:14     04-04-2011

ირანმა ახალი თაობის მოიერიშე შექმნა

a4646.jpg

ირანის საავიაციო მრეწველობის ორგანიზაციის სპეციალისტებმა მოიერიშე თვითმფრინავის “საეგას” გაუმჯობესებული, ახალი თაობის ვერსია შექმნეს. “ეს ჩვენი ქვეყნის დიდი წარმატებაა, სამხედრო ავიამშენებლობის დარგში” – ასეთი განცხადება კუნძულ კიშზე (სპარსეთის ყურე), ავიასალონში გაკეთდა.

ირანის ოფიციალური პირების თქმით, ტაქტიკურ-ტექნიკური ხასიათის და საბრძოლო დანიშნულების თვითმფრინავები, საგრძნობლად გაუმჯობესდა და ახლო მომავალში მათი მასიური წარმოება იგეგმება.

თვითმფრინავის გამოცდა, თავდაპირველად, 2006 წელს, სამხედრო-სასწავლო წრთვნების დროს მოხდა. მეოთხე და მეხუთე თაობის, რადარებისთვის უხილავი “საეგას” წარმოების დაწყების შესახებ კი, 2008 წლის იანვარში გახდა ცნობილი. 

“საეგა” პირველი საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც ირანულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა შექმნა. ის ამერიკული ეფ-18 – ის ანალოგია, თუმცა მას რამდენიმე პარამეტრით ჯობნის.

0

ავტორი: