17:06:57     24-10-2016
ჰაიტის ციხიდან 174 მსჯავრდებული გაიქცა
ჰაიტის ციხიდან 174 მსჯავრდებული გაიქცა. გაქცევისას პატიმრებმა დაცვის პოლიციელი მოკლეს და ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. შეტაკებისას დაიჭრა სამი პატიმარიც.
როიტერის ინფორმაციით, ჰაიტიზე უკვე გაამკაცრეს უსაფრთხოების ზომები და გზებზე პოლიციის საგუშაგოები მოაწყვეს, თუმცა სიტუაციას ის ართულებს, რომ ციხეში პატიმრენი ფორმას არ ატარებდნენ და მათი იდენტიფიცირება რთულია.
აშშ-ს საელჩო ჰაიტიში მყოფ თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ.
0