15:36:53     24-10-2016
"გუშაგი მოიქცა აბსოლუტურად ნორმების დაცვით" - იზორია
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო საწვრთნელ ბაზა კრწანისზე მომხდარი ინციდენტის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. ლევან იზორიას თქმით, გუშაგი აბსოლიტურად ნორმების დაცვით მოქმედებდა, როდესაც სამი პირი დაცულ ბაზაზე "უკანონოდ" შევიდა.
"დილის 4-ის ნახევარზე სამი პირი უკანონოდ შეიჭრა სასწავლო ცენტრში, რომელიც დაცულია. გუშაგი მოიქცა აბსოლიტურად ნორმების დაცვით, შესაბამისად გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს ორი თანმხლები პირის დადგენა. შემთხვევის ადგილზე იპოვეს მობილური ტელეფონი, პისტოლეტი და გამომძიება ამომწურავ ინფორმაციას მოგვიანებით იტყვის"-განაცხადა იზორიამ.
მოკლულის ოჯახის განცხადებით კი, ისინი თავდაცვის სამინისტროს ვერსიას არ ენდობიან.
შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს, გვიან ღამით, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ კრწანისში უცხო პირები შეიჭრნენ, რის შემდეგაც გუშაგებმა ერთ-ერთი მათგანი მოკლეს.
0