11:42:50     24-10-2016
იან კელი: "კრწანისში მომხდარი ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია"
თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ კრწანისში შეჭრის ფაქტს აშშ-ს ელჩი საქართველოში, იან კელი გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა.
"კრწანისის ინციდენტზე ინფორმაცია ახლახან მივიღე. ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ ამ თემაზე"-განაცხადა კელიმ, რუსთავი2-ის ინფორმაციით.
შეგახსენებთ,23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ კრწანისში უცხო პირები შეიჭრნენ. სამინისტრო განცხადებით, შეჭრის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი თავდამსხმელის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია.
0