11:57:14     04-04-2011
პენელოპას ვარსკვლავი ჰოლივუდის “დიდების ხეივანში”
იღბლიანი უიქენდი ჰქონდა “ოსკარის” მფლობელ პენელოპა კრუსს. ჰოლივუდის უმშვენიერესი მსახიობი, ლოს-ანჯელესის “დიდების ხეივანში”, საკუთარი ვარსკვლავით დაჯილდოვდა.
ცერემონიალისას, პენელოპამ მადლობა ოჯახს, ახალდაბადებულ შვილს და თაყვანისმცემლებს გადაუხადა. საპასუხოდ, ჯონი დეპმა პენელოპა დაახასიათა, როგორც “ფენომენალურად არაჩვეულებრივი დედა” და “ჯადოსნური ქალი”.
“ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა და ყოველთვის მემახსოვრება”, - აღნიშნა კრუზმა, რომელიც რეპორტიორების წინაშე, ორსულობის შემდეგაც უნაკლო ფიგურის დემონსტრირებით იწონებდა თავს.
“მთელი ეს დრო ვუყურებ ამ ვარსკვლავს და ვხედავ ყველა იმ ადამიანს, ვინც დამეხმარა ჩემი სურვილების რეალობად ქცევაში”, - განაცხადა მსახიობმა.
0