ხბოს ხორცის რულეტი ხბოს ხორცის რულეტი />


  11:54:49     04-04-2011

ხბოს ხორცის რულეტი

a4639.jpg

მასალა: ხბოს ხორცი – 650 გრამი რბილი ნაწილი, ნიორი – 6 კბილი, ყველი მოცარელა – 200 გრამი, სალბი – 8 ცალი, ცივად შებოლილი ლორი – 240 გრამი, ბადრიჯანი – 1 ცალი, პომიდორი – 700 გრამი, ხახვი – 100 გრამი, დაჭრილი ოხრახუში – 2 სუფრის კოვზი, წითელი ღვინის ძმარი – 2 სუფრის კოვზი, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.

ყველი 8 ნაწილად დავჭრათ, ბადრიჯანი და ლორიც 8 მსხვილ ნაწილად გავყოთ. 8 ნაწილადვე დავჭრათ ხბოს ხორცი, დავბეგვოთ და წავუსვათ დანაყილი ნიორი, ასევე მარილი და პილპილი. ყოველი ნაჭრის შუაში მოვათავსოთ მოცერალას ნაჭერი და 2 ფოთოლი სალბი. გადავახვიოთ რულეტისებურად.

რულეტს შემოვახვიოთ ლორის ნაჭერი და შემდეგ ბადრიჯნის ნაჭერი. შევწვათ ცხიმში, ოქროსფერის მიღებამდე, შემდეგ კი შევდგათ ქურაში 220 ცელსიუს გრადუსზე, 5 წუთით. პომიდორს მოვაშოროთ თესლი და დავჭრათ წვრილ კუბიკებად. ტაფაზე, სადაც ხორცი შევწვით, მოვხრაკოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ პომიდორი, დარჩენილი ნიორი, ძმარი და 1-2 წუთი ვშუშოთ. შევანელოთ მარილით და პილპილით. დავამატოთ ოხრახუში და დარჩენილი ცხიმი. თეფშზე დავასხათ სოუსი, ზემოდან მოვათავსოთ რულეტი და გავაფორმოთ მწვანილით.

0

ავტორი: