რუსეთმა ალეპოს დაბომბვა დროებით შეწყვიტა - რა ხდება სირიაში? რუსეთმა ალეპოს დაბომბვა დროებით შეწყვიტა - რა ხდება სირიაში? />


  13:47:59     20-10-2016

რუსეთმა ალეპოს დაბომბვა დროებით შეწყვიტა - რა ხდება სირიაში?

a58469.jpg

სირიის ქალაქ ალეპოში "ჰუმანიტარული პაუზა" მოქმედებს. ამ პერიოდში რუსეთი ქალაქს არ დაბომბავს და მშვიდობიანი მოსახლეობა შეძლებს ომის ეპიცენტრში მოქცეული საცხოვრებელი ადგილი უსაფრთხო დერეფნებით დატოვოს.

რუსეთის მიერ გამოცხადებული ცალმხრივი ზავი თბილისის დროით 20:00 სააამდე გაგრძელდება.

რუსეთმა ჰუმანიტარული პაუზის აღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 2 დღის წინ ალეპოს დაბომბვას ერთი ოჯახის 20 წარმომადგენელი ემსხვერპლა, მათგან 9 ბავშვი.

საგულისხმოა, რომ  პოზიციების დათმობაზე  ამბოხებულები კვლავ უარს ამბობენ.

ცნობისთვის, სირიისა და რუსეთის საჰაერო დარტყმები ალეპოზე სამშაბათს შეჩერდა. გასულ თვეში, სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ მონაკვეთი ალყაში მოაქციეს და რუსეთის მხარდაჭრით იერიშები განახორციელეს.

დასავლელი ლიდერების განცხადებით, რუსეთისა და სირიის თავდასხმა ალეპოზე სამხედრო დანაშაულად უნდა ჩაითვალოს. 0

ავტორი: