17:52:43     18-10-2016
"თუ ისლამისტებს მოსულიდან გააძევებენ, ჯიჰადისტთა შედინება ევროკავშირშია მოსალოდნელი"
უსაფრთხოების საკითხში ევროკომისრის ჟულიან კინგის თქმით, თუ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს ერაყის ქალაქ მოსულიდან გააძევებენ, ჯიჰადისტთა შედინება ევროკავშირშია მოსალოდნელი.
Die Welt-თან ინტერვიუსას კინგმა განაცხადა, რომ ISIS-ის მებრძოლთა მცირე რაოდენობაც კი დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროპის ქვეყნებისთვის და ამისთვის მომზადებაა საჭირო.
შეგახსენებთ, ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის ტერორისტებისგან გათავისუფლების ოპერაცია ქვეყნის არმიამ გუშინ დაიწყო.
მოსულში "ისლამური სახელწმიფოს" 5 000-მდე მებრძოლი იმყოფება. ერაყის მთავრობას მხარს უჭერს საერთაშორისო კოალცია აშშ-ს მეთაურობით.
0