12:13:21     18-10-2016
მოსულის ოპერაციაში ერაყის სამთავრობო ჯარებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს
ქალაქ მოსულის ტეროსისტებისგან გათავისუფლების მიზნით დაწყებულ ოპერაციაში ერაყის სამთავრობო ჯარებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ გაათავისუფლეს 9 სოფელი და დაიბრუნეს კონტროლი ქალაქთან მისასვლელ მთავარ გზებზე.
ამ დროისთვის, მოსულში, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია, "ისლამური სახელმწიფოს" 5 ათასამდე მებრძოლი რჩება. ერაყის მთავრობას სახმელეთო და საჰაერო მხარდაჭერას შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო კოალიციაც უწევს.
შაბათ-კვირას მოსულის რეგიონში ტერორისტების პოზიციებზე ავია დარტყმები ფრანგულმა გამანადგურებლებმა განახორციელეს.
0