"მირტყამდა უმოწყალოდ...ანთებული სიგარეტი დამადო სხეულზე, თმით მითრია" "მირტყამდა უმოწყალოდ...ანთებული სიგარეტი დამადო სხეულზე, თმით მითრია" /> "/> " />


  23:05:54     13-10-2016

"მირტყამდა უმოწყალოდ...ანთებული სიგარეტი დამადო სხეულზე, თმით მითრია"

a58239.jpg

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ მომხმარებელი საზარელი ამბის შესახებ წერს და ფოტოს აქვეყნებს. 

"ეს ქალბატონი 2 თვის წინ ქმარმა გაიტაცა და სასტიკად ცემა. ჩაუტარდა ოპერაციები. გუშინ ამ ქალბატონს დაუკავშირდა ქმრის ადვოკატი და გარეთ გასვლა თხოვა, ქალბატონი გავიდა ადვოკატი ნასვამი დახვდა და აღმოჩდა, რომ ქმარი გამოსული ციხიდან რამოდენიმე საათის, სახლთან დახვდა, სასამართლოს ანუ მოსამართლეს 2000 ლარი გირაოთი გაუთავისუფლებია. ქალბატონმა როდესაც დაინახა ქმარი შიშისგან იქვე მდებარე სუპერმარკეტ ფრესკოში კივილით შევარდა, მისდევდა ქმარი ყვრილით და ეს გოგო მუცლით დაცემულა.

 ვეკითხები იმ ქალბატონ მოსამართლეს - რას უშვრებით ამ ქალის 5 შვილს, რატომ არ აფრთხილებთ, ან შემაკავებელს არ აყოლებთ, ესეთ დამნაშავეს ეს გოგო არის ფსიქიკურად ცუდად!  გუშინდელი ღამის შემდეგ მეტყველება აბსოლუტურად დაერღვა, გამოვიძახეთ პატრული და უთხრა თუ არ შეგხებია, ეს დანაშაული არ არისო. შემდეგ მოვიდა პოლიცია და იმედს ვიტოვებ რამე ზომებს მიიღებენ. ეს ქალბატონი იმყოფება მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ყველგან ელანდება ქმარი და მას ჭირდება დახმარება პოლიციის და სასამართლოს მხრიდან! 

ოდესმე გააუქმებთ ამ კანონს რომ გირაოთი ასეთ დამნაშავებს უშვებთ თუ გვამები გაკლიათ? ხაზს ვუსვამ: ქალი მოსამართლე, რომელსაც ხელთ ქონდა 2 თვის უკან რა დაზიანებები მიაყენა ამ ადამინმა და რატომ უშვებთ რატომ?" - წერს მომხმარებელი.


ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს თავად დაზარალებულიც. მეუღლის მიერ სასიკვდილოდ განწირული ქალბატონი საზარელ ღამეს იხსენებს. ნინო კეპაშვილის თქმით, კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. მოძალადე ქმარი მისგან მოითხოვდა, რომ ეღიარებინა იმ ადამიანის ვინაობა, ვისთანაც ღალატობდა. 

"დღეს შენი ბოლო დღეა, ხერხემალში უნდა გადაგამტვრიოო... ტანსაცმელი, რაც მეცვა, ჩამომახია. მირტყამდა უმოწყალოდ - ხელით, ფეხით, მუხლით, ანთებული სიგარეტი დამადო სხეულზე. თმით მითრია", - იხსენებს დაზარალებული ჟურნალისტთან საუბრისას. 

ნინო კეპაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. მიხეილ ჩიტაშვილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. 
0

ავტორი: