10:53:59     02-04-2011
ნატო ლიბიის სამხედრო ობიექტებს ბომბავს
როგორც “ბიბისის” ნატოს თანამშრომელმა ბრიუსელიდან აცნობა, ლიბიაში სამხედრო ოპერაციის ნატოს ხელმძღვანელობაში გადასვლის შემდეგ, ქვეყნის მიმართულებით განხორციელდა 178 გაფრენა, აქედან – 74 საბრძოლო. ამ დროისთვის, ნატოს ეგიდით, ხმელთაშუა ზღვაზე 17 საბრძოლო ხომალდი პატრულირებს.
მცირე ხნის წინ, პატრულმა გააჩერა ორი გემი, რათა მათი მოძრაობის მიმართულება და მიზანი გაერკვია.
როგორც ცნობილია, ნატოს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ოპერაცია “გაერთიანებული დაცვის” მიზანი კადაფისთვის იარაღის ემბარგო, ტერიტორიის კონტროლი, ლიბიის ავიაციისთვის ფრენების აკრძალვა და ჯამაჰარიის მშვიდობიანი მოსახლეობის ლიბიის ხელისუფლებისაგან დაცვაა.
0