დევნილები ფრანგულ სამხედრო ბანაკში დევნილები ფრანგულ სამხედრო ბანაკში />


  10:53:17     02-04-2011

დევნილები ფრანგულ სამხედრო ბანაკში

a4623.jpg

დაახლოებით 500-მა უცხოეთის მოქალაქემ პორტ-ბუეს ფრანგულ სამხედრო ბანაკს შეაფარა თავი. დევნილები კოტ-დივუარის ეკონომიკური დედაქალაქიდან, აბიჯანიდან სროლებს გამოექცენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალური შტაბის პოლკოვნიკმა ტერი ბიურკარმა აცნობა.

 

“ზოგი თავად მოვიდა, ზოგი კი ფრანგმა სამხედროებმა მოაცილეს” – განაცხადა პოლკოვნიკმა. გავრცელებული ცნობების თანახმად, ფრანგულ სამხედრო ბანაკში 150 საფრანგეთის და 350 სხვა ქვეყნის მოქალაქე იმყოფება.

 

პარასკევს, კოტ-დივუარში საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული პრეზიდენტის ალას ან უატარას მომხრეებსა და გადამდგარი პრეზიდენტის ლორან გბაგბოს ჯარისკაცებს შორის შეტაკებები მოხდა. 
0

ავტორი: