რუსულმა ვერტმფრენებმა ალეპოს საცხოვრებელი კვარტლები კვლავ დაბომბეს რუსულმა ვერტმფრენებმა ალეპოს საცხოვრებელი კვარტლები კვლავ დაბომბეს />


  11:56:08     12-10-2016

რუსულმა ვერტმფრენებმა ალეპოს საცხოვრებელი კვარტლები კვლავ დაბომბეს

a58159.jpg

რუსულმა ვერტმფრენებმა განაახლეს ავიათავდასხმები სირიის ქალაქ ალეპოს საცხოვრებელ კვარტალებზე, რომლებსაც აჯანყებულები აკონტროლებენ. დაღუპულია სულ მცირე 25 ადამიანი მათ შორის ბავშვები.

ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, რუსულმა ავიაციამ დარტყმები ქალაქის აღმოსავლეთ უბნებზე განახორციელა და სხვადასხვა სახის ბომბები გამოიყენა.

საცხოვრებელ კვარტლებზე თავდასხმებს კატეგორიულად უარყოფენ მოსკოვში. რუსული მხარე აცხადებს,  რომ ავიაიერიშების სამიზნე მხოლოდ ტერორისტების მიერ დაკავებული პოზიციებია.

BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმები რუსეთის პრეზიდენტის მიერ საფრანგეთში გაუქმებულ ვიზიტს მოჰყვა. ვლადიმირ პუტინს და ფრანსუა ოლანდს შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ სირიის კრიზისი უნდა ყოფილიყო, თუმცა პუტინმა შეხვედრა გააუქმა.

ცნობისთვის, ოლანდმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს სირიაში ასეთი ქმედებების გამო, შესაძლოა სამხედრო დანაშაულში დასდონ ბრალი. 0

ავტორი: