სალათა “ფიგარო” სალათა “ფიგარო” />


  10:44:42     02-04-2011

სალათა “ფიგარო”

a4617.jpg

მასალა: ხბოს ენა – 100 გრამი, სტაფილო – 1 ცალი, ხახვი – 1 თავი, მარილი, პილპილი – გემოვნებით, მოხარშული ჭარხალი – 80 გრამი, ნიახური – 80 გრამი, სალათის ფოთლები – 40 გრამი, ანჩოუსი – 20 გრ. ფილე, პომიდორი – 80 გრამი, მაიონეზი – 100 გრამი.

 

მოვხარშოთ ენა. დავამატოთ სტაფილო, ხახვი, მარილი და პილპილი და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ. შემდეგ მოხარშული ენა ცივ წყალში ჩავყაროთ და კანი მოვაშოროთ. მომზადებული ენა იმავე ბულიონში დავაბრუნოთ. ნიახური, ანჩოუსის ფილე, ჭარხალი და სალათა დავჭრათ. ეს ინგრედიენტები კარგად ავურიოთ, მოვასხათ მაიონეზი და მოვათავსოთ სასალათეზე. ზემოდან მოვათავსოთ წვრილად დაჭრილი, კანგაცლილი პომიდორი.

0

ავტორი: