ტომატის სოუსი ძეხვით ტომატის სოუსი ძეხვით />


  10:44:05     02-04-2011

ტომატის სოუსი ძეხვით

a4616.jpg

მასალა: 4 იტალიური, მაღალი ხარისხის ძეხვი, 1 მომცრო, დაჭრილი ხახვი, 4 კბილი დანაყილი ნიორი, 3 სუფრის კოვზი – ზეითუნის ზეთი, 750 გრამი დაკონსერვებული, დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი რეჰანი და ოხრახუში, მარილი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა – გემოვნებით.

 

ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და მოვხრაკოთ ხახვი, დარბილებამდე. ჩავაყაროთ დანაყილი ნიორი, და ორიოდე წუთი ვხრაკოთ, ვიდრე სურნელს არ გამოსცემს. ძეხვი ძალიან წვრილად დავჭრათ და ქვაბში ჩავამატოთ. გამუდმებით ვურიოთ. შემდეგ ჩავაყაროთ დაჭრილი პომიდორი და კარგად ავურიოთ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, წიწაკა, მწვანილი და ვადუღოთ. მოვუკლოთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლზე 20 წუთი კიდევ ვადუღოთ. მომზადებული სოუსი ოხრახუშით გავაფორმოთ.

0

ავტორი: