12:38:51     01-04-2011
რეგი - მუსიკალური მიმდინარეობა რასიზმის წინააღმდეგ
1960-იან წლებში ამერიკული მუსიკალური მიმდინარეობების სოულის, ქანთრის, R&B-ის და ჯაზის ზეგავლენით, რომელსაც იამაიკაში რადიოს საშუალები იჭერდნენ, მენტოს(Mento), სკას (Ska) და როკსტედის(Rocksteady)-გან წარმოიშვა რეგი, რომლიც როგორც ერთერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ მიმდევრობად განვითარდა.
სახელ რეგის („Reggae“) წარმოშობა უცნობია. პირველად სიტყვა რეგი იქნა „Do the Reggay“ -ში (1968) Toots and the Maytals მიერ მოხენიებული, მაგრამ პირველ რეგი სიმღერად კი ითვლება Lee ‘Scratch’ Perry-is „People funny boy“ (1968). 1968 წელს Desmond Dekke მიერ შესრულებული „The Israelites“ სიმღერა იქცა რეგის პირველ ჰიტად, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანულ და გერმანულ ჩარტში.
ბობ მარლი (Bob Marley, სრული სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლი ) - იამაიკელი მუსიკოს-გიტარისტი და კომპოზიტორი დაიბადა 1945 წლის 6 თებერვალს, იამაიკაში (გარდაიცვალა 1981 წლის 11 მაისს, მაიამიში).
რეგის რასტაფართან (რელიგიური მიმდევრობა), რომელიც მაშინ უკვე არსებობდა, თუმცა ბევრისთვის უცნობი იყო, დაკავშირებაში დიდი წვლილი მიუძღვის იამაიკელ მუსიკოსსა და ეროვნულ გმირის ბობ მარლის.
ბობ მარლი, მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ მანდელასთან ერთად, ითვლება ცნობილ მებრძოლად შავკანიანების დაჩაგვრის წინააღმდეგ.
რასტაფარის ფერებად ითვლება წითელი, ოქროსფერი (ყვითელი) და მწვანე (ამავრდოულად ეთიოპიის დროშის ფერებიცაა), რაც ასე ვთქვათ რეგის ფერებადაც იქცა.
ამ ფერებს რასტაფარისთვის გააჩნია შემდეგი სიმბოლური დატვირთვა, კერძოდ :
წითელი - სისხლის, რომლელიც მონების დახოცვისას დაიღვარა, ასევე მონებად წაყვანის.
ოქროსფერი - სიმდიდრის, რომლელიც მონებს (შუფფერაჰს, ”წამებული”) წაართვეს.
მწვანე - ქებულ ქვეყანა ეთიოპიის, რომელიც თავის ”დაკარგულ შვილების” დაბრუნებას ელოდება.
მუსიკალური მიმდინარეობის რეგის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1970-იან წლებში ჯგუფ „The Wailers“-თან ერთად გაითქვა სახელი. მისი სიმღერები ხშირად ატარებდა სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს.
იამაიკაში მღერიან ძირითადად პათოსის (Patois) ენაზე. ტექსტები ეხება უმთავრესად სოციალურ პრობლემებს, ასევე ხშირად გვხვდება ტექტსები სიყვარულის, მშვიდობის და ერთიანობის შესახებ(love, peace & unity), საკმაოდ პოპულარულია თემა „მარიხუანა“.
1970იან წლებიან რეგს ხშირად „რუტს რეგის“ უწოდებენ, რომელიც სავარაუდოდ, სკის და როკსტედის, ან პირველადი პოპ-რეგისაგან, რომელიც ძირითადად დიდი ბრიტანეთში გავრცელებული იყო, წარმოიშვა.
ტიპირუ ანუ კლასიკური რეგი ბენდის მუსიკალურ აღჭურვილობას წარმოადგენს კეიბორდი, ელექტრო გიტარა, ელექტრო ბასგიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი, ასე გხვდება სხვადასხვა ჩასაბერი ინსტრუმენტები.
თანამდერო რეგიში (როგორებიცა რაგა, დანსჰოლი, რეგატონი) გამოიყენებენ ასევე ელექტრო-კომპიუტერულ მუსიკას და Samplern_ს.
თანამედროვე რეგის მიმდევრობა, როგორიცაა რაგა, ხშირად მოიხსენიება როგორც დანსჰოლი („Dancehalls“), რაც ხშირ შემთხვევაში გაუგებრობას იწვევს, რადგან დანსჰოლი არ წარმოადგენს გარკვეულ მუსიკალურ მიმდევრობას, არამედ რამდენიმეს ერთდროულად, რომელსაც დღეისათვის იამაიკურ საცეკვაო დარბაზებში უკრავენ.
დანსჰოლის ტექსტები, სხვა რეგი მიმდევრობებისგან განსხვავებით, ძალიან წაგაავს ჰიპ-ჰოპისას.
რეგის ყავს უამრავი ცნობილი შემსრულებელი; ბობ მარლი, იან დილეი, მატისიაუ, ასევე ბობის შვილები, ზიგი მარლი და დამინ მარლი.
მატისიაჰუ (Matisyahu) - ნამდვილი სახელი და გვარი - მათევ მილერი დაიბადა 1979 წლის 30 ივნისს, (ვესტ ჩესტერი, პენსილვანია,აშშ). დაიბადა აშშ-ში, ებრაულ ოჯახში, იზრდებოდა არარელიგიურად, თუმცა ისრაელში მოგზაურობისას "დაუბრუნდა" იუდაიზმს. როგორც მუსიკოსმა მოახდინა რეგის, ჰიპ-ჰოპის და ტრადიციული და თანამედროვე ებრაული მუსიკის საოცარი შერწყმა.
მატისიაუ ამერიკაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისეთ ცნობილ მედიებში როგორებიცაა Time Magazine,Wall Street Journal მას მოიხსენიებენ როგორც ფენომენს.
გამოსვლები დაიწყო “MC Truth”-ის ფსევდონიმით MC Mystic’s თან ერთად (იმ დროისთვის, ის ჯერ კიდევ არ იყო რელიგიით გატაცებული).
0