ისრაელმა ლიბანის სამხედრო ობიექტები გაშიფრა ისრაელმა ლიბანის სამხედრო ობიექტები გაშიფრა />


  11:22:46     01-04-2011

ისრაელმა ლიბანის სამხედრო ობიექტები გაშიფრა

a4603.jpg

ებრაელმა სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში “ჰეზბოლას” მოძრაობის სამხედრო ობიექტების რუკა შეადგინეს. ობიექტების სქემა “ვაშინგტონ პოსტსა” და “იერუსალიმ პოსტში” გამოქვეყნდა.

 

რუკაზე 500 მიწისქვეშა ბუნკერი, 300 სადაზვერვო პუნქტი და 100 იარაღის საწყობია დატანილი. ობიექტების უმრავლესობა მდინარე ლიტანის სამხრეთით მდებარეობს, სადაც “ჰეზბოლას” მოქმედება აკრძალული ჰქონდა.

 

ისრაელსა და ლიბანს შორის პირველი, მასშტაბური კონფლიქტი 2006 წელს მოხდა. მაშინ, საომარი ოპერაციების დროს, რომელიც 34 დღეს გაგრძელდა, 1200 ლიბანელი ჯარისკაცი და 160 ებრაელი დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ აეკრძალა “ჰეზბოლას” ლიბანის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე მოქმედება. თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ორგანიზაციამ დოკუმენტის ეს მოთხოვნა დაარღვია.

 

თებერვლის შუა ხანებში, მოძრაობა “ჰეზბოლას” ლიდერმა ჰასან ნასრალამ თავის მხარდამჭერებს ისრაელთან კონფლიქტისთვის მზადებისკენ მოუწოდა. ნასრალა გალილეის გათავისუფლებას გეგმავდა, რომელიც ლიბანის საზღვართან მდებარეობს. 
0

ავტორი: