11:18:51     01-04-2011
“ბიბისიზე” “Top of the Pops” ბრუნდება
“ბიბისის” პოპულარული მუსიკალური პროგრამა “Top of the Pops”, რომელიც ტელეარხზე 1964-დან 2006 წლამდე გადიოდა, ეთერში კვლავ დაბრუნდება. ამის შესახებ “დეილი ტელეგრაფი” იტყობინება.
თავდაპირველად, “ბიბისი” 1976 წლის გამოშვებებს უჩვენებს, საიდანაც ტელერადიოკორპორაციამ პროგრამის არქივის შეგროვება დაიწყო. როგორც არხის პროდიუსერებმა განმარტეს, უფრო ადრეული სრულყოფილი ჩანაწერები შემონახული არ არის.
პროგრამა ეთერში 7 აპრილს, 19.30 წუთზე გავა. პროექტის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ ის დიდი რაოდენობით მაყურებელს მოიზიდავს.
გადაცემა დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჰიტ-აღლუმის თავისებური ვერსიაა. თითოეულ გადაცემაში პოპულარული მომღერლები და მუსიკოსები მონაწილეობენ, რომლებიც საკუთარ, იმ დროისათვის პოპულარულ კომპოზიციას შეასრულებენ. შოუს ტრანლაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იგეგმება. 0