20:15:39     07-10-2016
სპეცოპერაცია გლდანში - შსს სავარაუდოდ თარგამაძის მანქანის აფეთქებაში მონაწილეს აკავებს
გლდანის ერთ-ერთ მიკრო რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ
ინფორმაციას ”ქრონიკა” ავრცელებს.
ტელეკომპანია იუწყება, რომ სპეცოპერაცია სავარაუდოდ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი
თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება და ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ,
დათო ხეჩუაშვილს აკავებენ.
”იმედის” ინფორმაციით, ის სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.
სავარაუდოდ, ამავე საქმეზე სპეცოპერაცია კრწანისის რაიონშიც ტარდება.
0