11:15:11     01-04-2011
დემი მურის და ჯენიფერ ანისტონის სარეჟისორო დებიუტი
მსახიობები დემი მური და ჯენიფერ ენისტონი, რეჟისორების ამპლუაში, მკერდის კიბოს შესახებ, მოკლემეტტაჟიან ფილმს გადაიღებენ, რომელიც დაავადებული ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
“როიტერის” ინფორმაციით, ფილმი პროექტ “Project Five” - ის ფარგლებში გამოვა. პროექტის კურატორად ცნობილი პროდიუსერი და სცენარისტი მარტა კაუფმანი ითვლება. ახლო წარსულში მან უკვე ითანამშრომლა ჯენიფერ ენისტონთან. მსახიობმა კაუფმანის ტელესერიალ “მეგობრებში” მთავარი როლი შეასრულა.
მარტა კაუფმანის ახალი პროექტი ხუთ მოკლემეტრაჟიან ფილმს გააერთიანებს. ყოველი მათგანი “Lifetime”-ზე 2011 წლის დასასრულს იქნება ნაჩვენები.
0