11:12:50     01-04-2011
სოკოს წვნიანი წაბლით
მასალა: 1 კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, ნიახურის ერთი შეკვრა, 1 ხახვი, 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, 500 გრამი ახალი სოკო, 3 კბილი ნიორი, 500 გრამი ახალი, მოხარშული წაბლი, 1 ლიტრი ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მოზრდილ ქვაბში გავაცხელოთ მზესუმზირის ზეთი. დავამატოთ ნიახური, ხახვი, სტაფილო და საშუალო ცეცხლზე ხუთი წუთი მოვხრაკოთ. დავამატოთ სოკო და ვხრაკოთ დარბილებამდე, ფრთხილად ვურიოთ. შემდეგ ჩავაყაროთ დაჭრილი ნიორი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩავუმატოთ წაბლი და დავასხათ ბულიონი. მოვურიოთ და დაახლოებით 30 წუთი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ. თუ ბულიონი დააშრება, კიდევ ჩავუმატოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, შემდეგ კი გავაჩეროთ 15 წუთი, თან ვურიოთ. მივირთვათ თბილი.
0