გივი თარგამაძე მასზე თავდასხმის ტერორისტულ აქტად კვალიფიცირებას ითხოვს გივი თარგამაძე მასზე თავდასხმის ტერორისტულ აქტად კვალიფიცირებას ითხოვს />


  10:52:24     07-10-2016

გივი თარგამაძე მასზე თავდასხმის ტერორისტულ აქტად კვალიფიცირებას ითხოვს

a57832.jpg

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

თარგამაძის თქმით, შემთხვევა ზუსტად შეესაბამება ტერორიზმის მუხლის დეფინიციას, თუმცა შსს მაის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით იძიებს.

"მუხლის გადაკვალიფიცირებას ჩვენ ზოგადად ვითხოვთ. ეს გამომძიებლები არ არიან კომპეტენტურები ამ საკითხში, გადაწყვეტილება მათმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ტერორიზმის მუხლს თუ წაიკითხავთ, თავისთავად, მთლიანად ჯდებოდა ეს სიტუაცია იმ მუხლში. სხვა მხრივ, შევთანხმდით, რომ დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში, მზად ვარ ნებისმიერ დროს გავაგრძელო თანამშრომლობა..."-განაცხადა თარგამაძემ მას შემდეგ რაც გამომძიებლებმა ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ მისი ბინა დატოვეს.

დეპუტატის თქმით, მას არ აქვს კონკრეტული ეჭვი იმაზე, თუ ვის შეეძლო ავტომონქანის აფეთქება.

"მე არ შემიძლია ასეთი კონკრეტული ეჭვი მქონდეს (დამნაშავეზე), ზოგადად, პოლიტიკურად რასაც ვიძახი იმ ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლიდანაც ეს წლებია ძალადობა მომდინარეობს, ეს პოზიცია ცნობილია. მაგრამ ამას მე კონკრეტული პროცესუალური მოქმედებების დროს, როგორც კონკრეტულ ეჭვად ვერ დავაფიქსირებ. გამოძიების საპოვნელია ის დეტალები, რომელიც ამა თუ იმ ხაზზე გაიყვანს"-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, თარგამაძის მანქანა 4 ოქტომბრის საღამოს ააფეთქეს. დეპუტატი ამ დროს მანქანაში იმყოფებოდა.

0

ავტორი: