11:38:07     06-10-2016
თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის შედეგად დაშავებულ გამვლელთაგან ერთ-ერთის მდგომარება კვლავ მძიმეა.
მამაკაცი ინგოროყვას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.
"მამაკაცის მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აღენიშნება სხეულის დამწვრობა, მრავლობითი ჭრილობები", - ამბობს მისი ექიმი.
დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა, ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
0