10:03:39     04-10-2016
"17-ჯერ თუ 18-ჯერ დაარტყეს დანა" - მკვლელობა წალკაში
მკვლელობა წალკის რაიონში. სოფელ ტბეთში, მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება 32 წლის მალხაზ პაქსაძის მკვლელობით დასრულდა. ის საკუთარ სახლში, დანით მოკლეს.
გარდაცვლილს 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს დანით მიყენებული.
„დანა დაარტყეს 17-ჯერ თუ 18-ჯერ“, - ამბობს მოკლულის მეზობელი და აცხადებს რომ „მკვლელობის გამო სოფელი გამწარდა“.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულის ახლობლებმა, ერთერთი ეჭვმიტანილის სახლს ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.
0