იშხნის რესტავრაციის დროს, მკვლევარებმა იატაკის უნიკალური ფრაგმენტები აღმოაჩინეს (ფოტოები) იშხნის რესტავრაციის დროს, მკვლევარებმა იატაკის უნიკალური ფრაგმენტები აღმოაჩინეს (ფოტოები) />


  13:26:20     03-10-2016

იშხნის რესტავრაციის დროს, მკვლევარებმა იატაკის უნიკალური ფრაგმენტები აღმოაჩინეს (ფოტოები)

a57616.jpg

ტაო-კლარჯეთში, ისტორიული ტაძრის იშხნის რესტავრაციის დროს, მკვლევარებმა ტაძრის იატაკის უნიკალური, საკმაოდ კარგად შენარჩუნებული ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

ისტორიკოსი ბუბა კუდავას ინფორმაციით, იატაკი 1 032 წლის რეკონსტრუქციის პერიოდისა უნდა იყოს.

"იატაკის ერთი ნაწილი პირველად 3 წლის წინ, სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებისთანავე, ინტერიერში მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა. მაშინ მხოლოდ მცირე ფრაგმენტების დაფიქსირება მოხერხდა, რომელსაც რესტავრატორებმა მალევე კვლავ მიწა მიაყარეს.

მას შემდეგ, რაც იშხნის რესტავრაციის დროს (თურქმა რესტავრატორებმა) ტაძრის იატაკი მთლიანად გაწმინდეს, გამოჩნდა, რომ იატაკი სრულად ყოფილა დაცული დასავლეთ მხარეს. ფრაგმენტები გადარჩენილა გუმბათქვეშა სივრცეშიც – ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში.

როგორც ჩანს, მთელი ტაძარი ასეთი იატაკით იყო დაფარული. მასალა: კირხსნარი – თეთრად, აგურისფრად და შავად დაფერილი.
ასეთი სიძველის, ასეთი სისრულისა და ასეთი მხატვრული შესრულების იატაკი არცერთ სხვა ქართულ ტაძარს არ შერჩენია! "-წერს კუდავა Facebook-ზე.

ქართული მხარე იატაკის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა კუდავას ინფორმაციით, აღმოჩენის დაცვის მიზნით თურქული მხარე მინის იატაკიანი გარშემოსავლელის გაკეთებას გეგმავს. ნაკლული ადგილები კი თურქმა რესტავრატორებმა უკვე შეავსეს ბეტონის ხსნარით. 0

ავტორი: