11:40:32     03-10-2016
პარიზში კიმ კარდაშიანს თავდამსხმელებმა უძვირფასესი სამკაულები წაართვეს
პარიზში, უცნობმა პირებმა ტელესახე კიმ კარდაშიანს რამდენიმე მილიონ დოლარადა შეფასებული სამკაულები მოპარეს.
ფრანგული პოლიციის ცნობით, ამჟამად ნაძარცვის ზუსტი ფასის დადგენა მიმდინარეობს.
სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ძარცვა ხუთმა შეიარაღებულმა პირმა ჩაიდინა.
კიმ კარდაშიანის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით კი, ტელესახეს თავს ორი შეიარაღებული პირი პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში დაესხა თავს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს პოლიციის ფორმა ეცვათ და ნიღბები აკეთათ.
თავდასხმისას კარდაშიანი არ დაზიანებულა, თუმცა შიშისგან ძლიერი შოკი მიიღო. ახლა მის უსაფრთხოებას საფრთხე აღარ ემუქრება.
ცნობისთვის, კარდაშიანი საფრანგეთში პარიზის მოდის კვირეულზე დასასწრებას დედასა და ორ დასთან ერთად ჩავიდა.
0