საქალაქო სასამართლოში ნაციონალისტური დაჯგუფების წევრების პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში ნაციონალისტური დაჯგუფების წევრების პროცესი მიმდინარეობს />


  12:55:07     30-09-2016

საქალაქო სასამართლოში ნაციონალისტური დაჯგუფების წევრების პროცესი მიმდინარეობს

a57450.jpg

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართველი ახალგაზრდა ნაციონალისტების პროცესი მიმდინარეობს.

პროცესი დახურულია, რადგან 11 დაკავებული პირიდან 7 არასრულწლოვანია. ისინი ხულიგნობის ბრალდებით 27 სექტემბრის საღამოს დააკავეს.

გარდა ჯგუფური ხულიგნობისა, მათ რასობრივ დისკრიმინაციას ედავებიან. რაც ჯგუფური ხულიგნობის მსგავსად, თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს, თბილისში სოხუმის დაცემის დღის თარიღთან დაკავშირებით ნაციონალისტურმა ჯგუფებმა მსვლელობა გამართეს. მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ ნაციონალისტური დაჯგუფებების, ქართული ძალის, ბერგმანისა და სხვათა წევრები.

მსვლელობის მონაწილეები აგინებდნენ რუსეთს, თურქეთსა და მათ მოქალაქეებს. ასევე ყვიროდნენ ლოზუნგებს "ქართველები საქართველოსთვის" და სხვა. მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა მსვლელობის მონაწილეებს დამშვიდებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც პოლიციასა და ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში ისროდნენ და წარწერებსა და ბანერებს აზიანებდნენ. 0

ავტორი: