11:20:03     31-03-2011
პირველი მალაიზიური გეი-ფილმი
მალაიზიაში პირველი გეი-ფილმი გადაიღეს. “ასოშეითედ პრესის” ინფორმაციით, გეი-დრამამ “Dalam Botol” რეიტინგებში პირველი ადგილი უკვე დაიკავა.
ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად რუბიდინია, რომელიც, საყვარელი ადამიანის თხოვნით, სქესის შეცვლის ოპერაციას გაიკეთებს. თუმცა, ამის შემდეგ, პარტნიორი მისადმი ინტერესს დაკარგავს. ფილმი მალაიზიურ ენაზეა. კინოსურათის რეჟისორი კჰირ რაჰმანია. “Dalam Botol” მალაიზიის ეკრანებზე ერთი კვირის წინ გამოჩნდა.
მალაიზიის მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოში რწმენის თავისუფლებაა, თუმცა ოფიციალურ რელიგიად ისლამი ითვლება. მუსულმანები ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტს წარმოადგნენ.
ამიტომ კინოსურათის გამოსვლა ეკრანებზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა, საბოლოოდ, ფინალი ავტორებისათვის სასურველი აღმოჩნდა. 0