ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა />


  01:45:02     30-09-2016

ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა

a57432.jpg

ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფო გარდაიცვალა.  როგორც ირკვევა მოზარდს, ბასრი საგნით ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

კლინიკა "მედ ჯორჯიაში" ამბობენ, რომ ახალგაზრდა საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. 3 საათიანი ოპერაცია კი უშედეგო აღმოჩნდა. 

ასევე ცნობილია, რომ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობის გარდა, მოზარდს სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები ჰქონდა მიღებული. 

ადგილზე ამ წუთებში ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. 

ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს დაკითხვა. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფონიჭალაში "ქართული ოცნების" კონცერტი მიმდინარეობდა. თუმცა შსს-მ აღნიშნა, რომ შელაპარაკება კონცერტის ადგილიდან მოშორებით მოხდა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის  ჯერჯერობით უცნობია.  0

ავტორი: