16:15:22     29-09-2016
რატომ დააპატიმრეს აშშ-ში ქართველი ექიმი?
მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ წარმოშობით ქართველ ექიმს, 68 წლის მოშე მირალიშვილს, რომელიც სამედიცინო პრაქტიკას ნიუ-იოროკში ახორციელებდა, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მირალიშვილი დამნაშავედ ნარკოტიკური ნივთიერებების შემცველი აკრძალული საშუალებია ოქსიდონის უკანონო რეალიზებაში ცნეს დამნაშავედ.
პატიმრობის გარდა, მას სასამართლომ იმ 2 მილიონი დოლარის ანაზღაურებაც დააკისრა, რომელიც მირალიშვილმა პრეპარატის რეალიზაციით გამოიმუშავა. თანხის ნაწილი – 1,75 მილიონი აშშ დოლარი მირალიშვილის ბინის ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მირალიშვილი უკანონო რეცეპტებს 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე გასცემდა. მან ოქსიდონის დაახლოებით მილიონი ტაბლეტი გაყიდა. ერთ ვიზიტში მირალიშვილი პაციენტებისგან 200-300 დოლარს იღებდა, ის ფაქტობრივად არანაირ გამოკვლევას არ ატარებდა და მხოლოდ ამ პრეპარატის გამოწერით შემოიფარგლებოდა.
„ფაქტობრივად, მოშე მირალიშვილი ექიმის ხალათს ამოფარებული ნარკოდილერი იყო“, – აცხადებენ სამართალდამცველები.
მირალიშვილის ადვოკატები მისთვის 3-წლიან პატიმრობას მოითხოვდნენ. მათი არგუმენტი ის იყო, რომ ოქსიდონის შეძენა თავისუფლად შეიძლება „შავ ბაზარზე“, ხოლო მისი რეცეპტის შეძენა ნიუ-იორკის ქუჩაში 2 700 დოლარად არის შესაძლებელი.
0