15:49:10     29-09-2016
ბარაკ ობამა: "წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ ჩემი ქალიშვილები ჯარში იმსახურებენ"
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ იქნება წინააღმდეგი, თუკი მისი ქალიშვილები მალია და საშა ამერიკის შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ. ეს განცხადება ქვეყნის ლიდერმა ვირჯინიაშის შტატის ბაზა ფორტ-ლიში სამხედროებთან შეხვედრისას გააკეთა.
"მე მათ ვეტყოდი: "იმოქმედეთ". რა თქმა უნდა, მოვიტყუები თუ ვიტყვი რომ არ ვინერვიულებ მათზე. თქვენი შვილები ეს თქვენი შვილები არიან და შესაძლებლობა რომ გქონდეთ მათ თქვენს ცხოვრებაში საღამურებში გამოწყობილებს დატოვებდით"-უთხრა ობამამ სამხედროების ახლობლებს გამოსვლისას.
მან ასევე განაცხადა რომ სამხედრო სამსახურში მეტი ამერიკელი უნდა ჩაერთოს. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მაღალშემოსავლიან ადამიანებს ეხებათ.
ცნობისთვის, ბარაკ და მიშელ ობამები 1992 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი 18 წლის მალია და 15 წლის საშა ჰყავთ. მალიამ უკვე დაამთავრა სკოლა, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ერთი წლით შესვენება არჩია. მომავალ წელს გოგონა სწავლას ჰარვარდში განაგრძობს.
0