იარაღის ლიცენზია რუსულად იარაღის ლიცენზია რუსულად />


  11:14:49     31-03-2011

იარაღის ლიცენზია რუსულად

a4570.jpg

რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ, გადამოწმებისას, მრავალრიცხოვანი ფაქტები აღმოაჩინა, რომელთა მიხედვითაც იარაღის ლიცენზიის გაცემის საეჭვო ფაქტები გამოვლინდა.

 

როგორც ირკვევა, ლიცენზია რუსეთში წლების განმავლობაში გაიცემოდა ავადმყოფ ალკოჰოლიკებზე, ნარკომანებზე, ფსიქიურად დაავადებულებზე. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ აქ მთელი კორუფციული სისტემა მოქმედებს.

 

კანონდარღვევით გაცემული ლიცენზიების აღმოჩენის შემდეგ, დოკუმენტები გაუქმდა, თუმცა რუსეთში ამ პროცესს იმდენად დიდი მასშტაბები აქვს, რომ მისი აღმოფხვრა შეუძლებელია.

 

პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, დიდი რაოდენობით იარაღი ალკოჰოლიკების და ნარკომანების ხელში რჩება. სახელწიფო ამ პროცესის სათანადოდ გაკონტროლებას ვერ ახერხებს.
0

ავტორი: