მიანმაში სამხედრო ხუნტა გადადგა მიანმაში სამხედრო ხუნტა გადადგა />


  11:12:41     31-03-2011

მიანმაში სამხედრო ხუნტა გადადგა

a4569.jpg

მსოფლიოს კიდევ ერთი სამხედრო ხუნტა გამოაკლდა. დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მიანმის სამხედრო ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანას 20 წელია მართავდა, არსებობა შეწყვიტა. “ბიბისის” ცნობით, ძალაუფლება სამოქალაქო პრეზიდენტს, ტჰეინ სეინუს გადაეცა.

 

გასული წლის ნოემბერში, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელსაც 20 წელია ელოდნენ. აქ ხმის უფლება 27,3 მილიონ ადამიანს აქვს, მთლიანად კი მიანმაში 50 მილიონი მცხოვრებია.

 

სახელმწიფოს მმართველი სამხედრო ხუნტის დაპირების მიხედვით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მიანმის სამოქალაქო პრეზიდენტი კი პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების მიერ იქნა არჩეული.

 

უკანასკნელი არჩევნები ქვეყანაში 1990 წელს ჩატარდა. მაშინ საკონსტიტუციო ანსამბლეა აირჩიეს, რომელსაც ახალი კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა უნდა შეემუშავებინა.
0

ავტორი: