აშშ - სამხრეთ კორეა – ტანდემი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ - სამხრეთ კორეა – ტანდემი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ />


  11:18:45     07-05-2011

აშშ - სამხრეთ კორეა – ტანდემი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ

a5693.jpg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ვაშინგტონმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ერთობლივად შემუშავებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “რენჰაპი” იუწყება.

ეს სისტემა მიმართული იქნება მეკავშირეების ჩრდილოეთ კორეის თავდასხმისაგან დასაცავად. ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე, როგორც ცნობილია, ბალისტიკური რაკეტების წარმოება მიმდინარეობს, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მიღწევა შეუძლიათ.

 

სეულთან თანამშრომლობის ფარგლებში წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ, ვაშინგტონმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, ორივე ქვეყანა გააანალიზებს ამ პრობლემას და სამომავლო მოქმედებების გეგმას დასახავს. ამის შესახებ სენატის კომიტეტში, შეიარაღებული ძალების საქმეთა ხელმძღვანელის თანაშემწემ, ბრედლი რობერტსმა განაცხადა.

 

სეული აშშ-სთან გლობალური ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის იდეასთან დაკავშირებით მაინც ორჭოფობს, რადგან რუსეთის და ჩინეთის გაღიზიანება არ სურს. ეს ქვეყნები შიშობენ, რომ მისი დახმარებით აშშ მათ ქვეყნებს თავს დაესხმება – აღნიშნავს სააგენტო “რენჰაპი”. ამავდროულად, სამხრეთ კორეა ვაშინგტონთან საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაძლიერების კუთხითაც ცდილობს მუშაობას.

0

ავტორი: