14:24:46     27-09-2016
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ენმ“-ის წევრებს დაკითხვაზე იბარებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც ინტერნეტით გავრცელებულ ჩანაწერში ფიგურირებენ, დაკითხვაზე იბარებს. სუს-ის განცხადების მიხედვით, მათ შესაბამისი უწყებები დღესვე გადაეცემათ.
სუს-ის განმარტებით, მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
“მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ”, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.
0