17:32:31     26-09-2016
კარდენახში მამაკაცი დაჭრეს - დამნაშავის ვინაობა დადგენილია
შსს-ს ცნობით, დამნაშავის ვინაობა დადგენილია, თუმცა, ჯერ დაკავებული არ არის.
კახეთში, გურჯაანის რაიონ სოფელ კარდენახში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ დამნაშავის ვინაობა ცნობილია, თუმცა იგი ჯერ დაკავებული არ არის.
0