27 სექტემბერი, 2016 წელი  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“  გიწვევთ პრეზენტაციაზე 27 სექტემბერი, 2016 წელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ გიწვევთ პრეზენტაციაზე />


  15:31:51     26-09-2016

27 სექტემბერი, 2016 წელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ გიწვევთ პრეზენტაციაზე

a57168.jpg

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგია

ღონისძიება ტარდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით

თბილისი. 27 სექტემბერი 2016 - საზოგადოებაში პირადი ცხოვრების პატივისცემის კულტურის დამკვიდრება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეფექტიანი ზედამხედველობა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2017-2021 წლების ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიას აქვეყნებს. დოკუმენტი ასახავს ორგანიზაციის ღირებულებებს, მისიასა და ხედვას, ძირითად ფუნქციებსა და უმნიშვნელოვანეს მიზნებს მომდევნო 5 წლის მანძილზე.  

დოკუმენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სფეროს ექსპერტებთან განხილვისა და თანამშრომლობის გზით, საკონსულტაციო კომპანიის „ჯეპრა“ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.

 

სტრატეგიის პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, გაეროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების  წარმომადგენლები.

 

ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 27 სექტემბერს, 11:30 სთ-ზე, სასტუმროშირუმსი თბილისი“; დარბაზში Master Room. მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას #14   

0

ავტორი: