ტირამისუ “ჩეჩილია” ტირამისუ “ჩეჩილია” />


  11:59:55     26-09-2016

ტირამისუ “ჩეჩილია”

a57146.jpg

მასალა:

  • 250 გ. ყველი მასკარპონე
  • 3-4 ც. კვერცხი
  • 75 გ. შაქრის პუდრა
  • 20-30 ც. ფხვიერი ნამცხვარი სავოიარდი.
  • 150 გ. მაგარი ყავა (ესპრესო)
  • 1-2 ჩ.კ. ყავის ლიქიორი (ამარეტო)
  • 1-2 ჩ.კ. კაკაო
  • მწიკვი მარილი და შოკოლადი

ყავა აადუღეთ და გააცივეთ. კვერცხის გულით და შაქრის პუდრით მოამზადეთ გოგლიმოგლი. მასკარპონე ჩანგლით აზილეთ, მიქსერით შეათქვიფეთ მომზადებული გოგლიმოგლი, ნელ-ნელა შეურიეთ მარილთან ერთად მაგრად ათქვეფილი ცილა. მიღებული კრემი შედგით მაცივარში.

ცივ ყავას შეურიეთ ლიქიორი. ყალიბის ფსკერზე თხელ ფენად დადეთ მომზადებული კრემი. ნამცხვარი სავოიარდი ამოავლეთ ყავაში და მოაფინეთ მასზე. ზემოდან ასევე მოასხით კრემი და მოაწყვეთ მეორე ფენა ნამცხვარი იგივენაირად. მოასხით დარჩენილი კრემი, თანაბრად მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი, მოახეხეთ შოკოლადი და ერთი ღამით შედგით მაცივარში.

0

ავტორი: