12:03:41     22-09-2016
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ განთავსებული სათამაშო აპარატები ამოიღო
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილსში, გარდაბანში, რუსთავში, მარნეულში, ფოთსა და სენაკში 100-მეტი უკანონოდ განთავსებული სათამაშო აპარატი ამოიღო.
აპარატები ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებზე იყო განთავსებული და მათი მესაკუთრე პირები "აზარტულ თამაშებს ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე და იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.
"სათამაშო აპარატები წარმოადგენს ელექტრო-მექანიკურ მოწყობილობაზე მომუშავე ე.წ. სლოტ აპარატებს და კუსტარულად დამზადებულ მოწყობილობას, რომელიც ქაღალდის კუპიურებისა და 20 თეთრიანი მონეტების გამოყენებით, შემთხვევითობის პრინციპით, მოთამაშეს აძლევს მიზერულ მოგებას"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, ეს მუხლები სასჯელად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0