სირიის არმია ოპოზიციის წინააღმდეგ სირიის არმია ოპოზიციის წინააღმდეგ />


  11:14:35     06-05-2011

სირიის არმია ოპოზიციის წინააღმდეგ

a5654.jpg

უკანასკნელი ორი დღე-ღამის განმავლობაში, სირიის ხელისუფლებამ ჯარი რამდენიმე ქალაქში შეიყვანა. “ბიბისის” ცნობით, წუხელ ღამით, მძიმე ჯავშანტექნიკამ ქალაქ რასტანის ბლოკირება მოახდინა. “როიტერის” ინფორმაციით, სამთავრობო ძალები უკვე განთავსდნენ ბანიასში და დამასკოს გარეუბნებში.

ამას გარდა, “სქაი ნიუსის” მონაცემებით, თავად დამასკოში წესრიგის დამცველებმა დემონსტრაცია დაარბიეს, რომელიც ადგილობრივი სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული. მანიფესტანტები საომარი ოპერაციის შეწყვეტას მოითხოვდნენ. ქალაქ დარააში ოპერაცია დასრულებულია და ახლა მას სამთავრობო ჯარები მთლიანად აკონტოლებენ.

0

ავტორი: