21:45:02     13-09-2016
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე, პოლიციას ჩაბარდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციაში ის მისმა ადვოკატმა მიიყვანა.
თევზაძე აცხადებს, რომ ის პოლიციას არ ემალებოდა.