ბრინჯი მექსიკურად ბრინჯი მექსიკურად />


  14:11:37     08-09-2016

ბრინჯი მექსიკურად

a56511.jpg

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ჭიქა უმი გრძელი ბრინჯი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი გრანულირებული მარილი
  • 1/2 ჩაის კოვზი დაფქული კვლიავი
  • 1/4 ჭიქა დაქუცმაცებული ხახვი
  • 1/2 ჭიქა პამიდვრის სოუსი
  • 2 ჭიქა ქათმის ბულიონი

~ მომზადების წესი ~

1. დაჭერით ნიორი მაქსიმალურად მცირე ნაწილებად, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 10-20 წუთით. დიდი ზომის ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე, ჩაასხით ზეთი და ჩაყარეთ ბრინჯი. ურიეთ მუდმივად, სანამ ბრინჯი მოოქროსფერო შეფერილობას არ მიიღებს. მომზადების პროცესშივე მოაყარეთ და შეურიეთ ნივრიანი მარილი და დაფქული კვლიავი.

2. ჩაუმატეთ დაჭრილი ხახვი და შუშეთ სანამ არ დარბილდება. შემდეგ ჩაასხით პამიდვრის სოუსი, ქათმის ბულიონი და მიიყვანეთ დუღილამდე. დაუწიეთ გაზს, დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ბრინჯი სითხეთი არ გაიჟღინთება.

0

ავტორი: