14:08:16     08-09-2016
ბულგარული წიწაკა სტაფილოთი
ინგრედიენტები:
- 12 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
- 1,2 კგ. სტაფილო
- 2 დიდი თავი ხახვი
- 5 ცალი მოზრდილი პამიდორი
- ზეთი საჭიროებისამებრ
- 2 ჩ/კ ძმარი
- მარილი გემოვნებით
პირველი ეტაპი:
გარეცხილ ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ თავი და ამოვასუფთაოთ. მოვაყაროთ მარილი და ჩავალაგოთ ცეცხლზე შემომდგარ ზეთიან ქვაბში. დავუმატოთ 2 ჩ/კ ძმარი. წიწაკა ყველა მხრიდან დარბილებამდე შევწვათ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ ფერი უცვლელი დარჩეს. ამოვალაგოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე.
მეორე ეტაპი:
იმავე ქვაბში ჩავამატოთ ზეთი და მასში მოვათავსოთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. მოვშუშოთ და დავამატოთ გაფრცქვნილი პამიდორი (დაჭრილ მდგომარეობაში). ვშუშოთ სტაფილოს მოხარშვამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
მესამე ეტაპი:
თითოეული შემწვარი ბულგარული წიწაკა კოვზით გავტენოთ ზეთიანი სტაფილოს, ხახვისა და პამიდვრის სოუსით..
მიირთვით გაგრილების შემდეგ. თუმცა, მაცივარში გაციებული გაცილებით გემრიელია. მსგავსი რეცეპტით მომზადებულ ბულგარულ წიწაკას ხშირად კონსერვის სახითაც ინახავენ საზამთროდ. ეს მართლაც შესაძლებელია, მაგრამ აჯობებს, რომ კონსერვების გაკეთების სანაცვლოდ, ყოველთვის სეზონური და “ცოცხალი” კერძები მოვამზადოთ. :)
გემრიელად მიირთვით!
0