სისხლიანი გარჩევები ვაკეში - რა ხდება თბილისში? სისხლიანი გარჩევები ვაკეში - რა ხდება თბილისში? />


  10:33:36     06-09-2016

სისხლიანი გარჩევები ვაკეში - რა ხდება თბილისში?

a56382.jpg

5 სექტემბერს, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მოკლული პროფილაქტიკაში მუშაობდა და ერთ-ერთმა კლიენტმა მას ცეცხლი მხოლოდ იმიტომ გაუხსნა, რომ მოცდა სთხოვა. იგი გულ-მკერდის ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

5 სექტემბრის ღამით,ვაკეში, ბაგების ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხში. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

არ გეგონოთ 90-იანების კრიმინალურ ქრონიკას კითხულობდეთ. ყველა ეს შემთხვევა 2016 წელს, თბილისის ცენტრალურ უბანში მოხდა.
საოცარია, მაგრამ მეოთხე "საოცარი" წლის დასასრულს თბილისი ნელ-ნელა მართლა ემსგავსება სისხლიანი გარჩევებით "გამორჩეულ" ოთხმოცდაათიანებს.

ცნობისთვის, ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პირადი შურისძიების ნიადაგზე მოხდა.

დაკავებულია ყიფშიძის ქუჩის თავდამსხმელიც. მას ბრალი განზრახ მკვლელობის გარდა იარაღის უკანონო შენახვა-ტარების მუხლითაც აქვს წაყენებული.

პირი კი, რომელმაც გუშინ ბაგებში ახალგაზრდა დაჭრა ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 0

ავტორი: