დაუსრულებელი ომი დაუსრულებელი ომი />


  10:18:17     05-05-2011

დაუსრულებელი ომი

a5610.jpg

ლიბიელი ოპოზიციონერები საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ დახმარების თხოვნით მიმართავენ. დასავლურ კოალიციას ამბოხებულები იარაღს ან რაიმე სხვა, ნებისმიერ დახმარებას სთხოვენ, მუამარ კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ ბენღაზიში გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციის წარმომადგენელმა, აჰმედ ომარ ბანიმ განაცხადა.

ოპოზიცია, პირველ რიგში, მძიმე შეიარაღებას ითხოვს. ამასთანავე, როგორც ირკვევა, კადაფის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო კოალიციის მიერ ლიბიის ტეროტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ჩატარების წინააღმდეგი არიან. წუხელ, ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა ტრიპოლის დასავლეთ რაიონზე მიიტანეს იერში. დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.  

 

ამასობაში, ლიბიის ხელისუფლება ახალ ინფორმაციას ავრცელებს. კადაფის მაღალჩინოსნების განცხადებით, მისურატის პორტი კადაფის არმიამ ჩაიგდო ხელში. ქალაქის 500 - მა დამცველმა კი იარაღი დაყარა და ამნისტიის იმედით, სამთავრობო ძალების მხარეს გადავიდა. ამბოხებულების შეიარაღებული ფორმირებების მეთაურობა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. 
0

ავტორი: